LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსუდან კერვალიშვილი: „ლელა კილაძე გუკასთან მიმართებაში სწორად მოიქცა, არ აპატია ის, რაც არ იყო საპატიებელი და ფაქტია, რომ ჩემს დას თავისი შვილი ცოცხალი და ჯანმრთელი დაუბრუნდება…“

36313
rusudankervalishvilinews45

ბიზნესმენი რუსუდან კერვალიშვილი ნოე სულაბერიძეს ესტუმრა და ვრცელი ინტერვიუ მისცა. როგორც ნოეს რესპონდენტმა ისაუბრა, საპატიმროდან გათავისუფლებას ყოველდღიურად ეგუება, სიხარული კი განახევრებული აქვს, რადგან და, მაია რჩეულიშვილი ჯერჯერობით გვერდზე არ ჰყავს.

რუსუდან კერვალიშვილმა ასევე ისაუბრა თავისი დისშვილის, გუკას მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ მის გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვის მეუღლეს, ლელა კილაძეს… შეგახსენებთ, რომ გუკა რჩეულიშვილს, მისი მოთხოვნით, შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და დააკავეს ოჯახში ძალადობის ბრალდებით…

რუსუდან კერვალიშვილი:

„ვახტანგ რჩეულიშვილს ვეტყოდი, რომ ძალიან დიდ ძალას გვაძლევს, სადაც არის, იქიდან… ვახომ უნდა იცოდეს, რომ გუკა კარგად არის. ამას ვეტყოდი და ვახარებდი. გუკა ისე კარგად არის, როგორც არ ყოფილა ძალიან ბევრი წელი… როცა გუკა დააკავეს ოჯახური ძალადობის ბრალდებით, ისეთი მძიმე რეაქცია გვქონდა… ჩვენთვის ეს იმდენად წარმოუდგენელი, მიუღებელი და შეუძლებელი იყო… ვიცით მისი დამოკიდებულება და ადამიანური თვისებები, მაგრამ მივხვდით, რომ ეს ადამიანი ნორმალურად არ არის… წარმოიდგინეთ, იქ მყოფი ორი ადამიანი, დედა და დეიდა, რომლებიც ვცდილობდით, სცოდნოდათ, რომ ჩვენ ვემხრობოდით, თუკი მან დააშავა და ასე იქცეოდა, მომხრე ვიყავით… ოჯახურ ძალადობას მე და მაია ვერ მივესალმებოდით. გუკამაც კარგად იცის. მაშინ ჩვენ მივხვდით, რომ ის ადამიანი აღარ არის ნორმალური, ის გუკა არ იყო და სჭირდებოდა შველა. წარმოადგენდა საფრთხეს თავისი თავისთვის და სხვისთვისაც. როცა ადამიანი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშაა, ასეა. ყველამ იცის ამის შესახებ, სამართალდამცველმა ორგანოებმა. მაიასაც ასეთი რეაქცია ჰქონდა, რომ თუ დააშავა, უნდა დაეკავებინათ, მაგრამ მან იცის, რომ გუკა ძალიან კარგი და გულისხმიერი ადამიანია, იცის, რომ ძალიან უყვარს ოჯახი, შვილები და მეგობრები. შეუძლებელი იყო, რომ ეს მისი მხრიდან ყოფილიყო ადეკვატური რეაქცია. რაც მთავარია, ამ ამბავმა ის გამოიწვია, რომ თვითონ მიხვდა, სადამდე მივიდა. თვითონ მიხვდა, საკუთარი თავის გადარჩენა მხოლოდ თავად შეეძლო. ამ ეტაპზე ასეა, გადაწყვიტა, თავი მიუძღვნას იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც იგივე პრობლემები აქვს. ხუთი თვეა მკურნალობს და იპოვნა თავისი თავი.

როცა გუკამ ლელა კილაძის ცოლად მოყვანა გადაწყვიტა, მე პირადად მქონდა შოკი, მოულოდნელი იყო. ეს ძალიან კარგად იცის ლელამ, გუკამ და ყველამ. მე ვიცოდი გუკას და ნუცას ოჯახი და სიყვარული და ეს იყო მოულოდნელი. მაია ლელას ბავშვობიდან იცნობდა, რადგან ლელას მამა ვახტანგის მეგობარი იყო. ძალიან რთული დამოკიდებულება მქონდა მე, მაიას – ძალიან ლოიალური. გუკას ისე შეუყვარდა ლელა, რომ გადაეკეტა ყველაფერი… მე უფრო ძველმოდური ადამიანი ვარ და ახსნა მჭირდებოდა, აღარ ვიცოდი, რა განცდები მქონოდა და რა გამეკეთებინა. ლელა აღმოჩნდა გუკას ცხოვრებაში ადამიანი, რომელმაც მისი ყველაზე დიდი გაჭირვების დროს მისგან ყველაფერი გადაიტანა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაიას თავისი შვილი დაუბრუნოს ცოცხალი და ჯანმრთელი. ეს არის ფაქტი. ლელამ იმდენი გადაიტანა და ისე სწორად მოიქცა გუკასთან და მაიასთან მიმართებაში… გუკასთან იმიტომ, რომ მას არ აპატია ის, რაც არ იყო საპატიებელი. მოეხმარა, რომ დაცემულიყო და ფეხზე დამდგარიყო…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g