LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსუდან მუმლაძე: „თავად მარინა ბერიძემ თქვა, საცოდავ მარინას მირჩევნია, ცინიკოსი ვიყოო და ახლა რა დაჩაგრულის მანტია მოისხა?“

1325
rusudanmumladze45

კომპოზიტორ ზურა ლალიაშვილის მეუღლე, მომღერალი რუსუდან მუმლაძე გაზეთთან „ქრონიკა პლუსი“ კვლავ საუბრობს მისი მეორე ნახევრის პირველ ცოლზე, მუსიკალურ პროდიუსერ მარინა ბერიძეზე და იმ გამოხმაურებებზე, რაც „ფარულ კონვერტში“ მონაწილეობას მოჰყვა.

რუსუდან მუმლაძე:

„როგორც გადაცემაში ვთქვი, შუა სიმღერისას მარინა ბერიძე მიდის ნიკოლოზ რაჭველთან და ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებს. უკვე გასაგები იყო, რასაც ეტყოდა. მერე მოხდა ის, რაც მოხდა.

სწორედ ეს ოჯახის დანგრევაც ქალური შურით ხომ არ მოხდა? ჯიბრში ხომ არ ჩაუდექით მარინას და სამაგიერო გადაუხადეთ?

არა, არა, რაც უფრო წინააღმდეგობები მექმნებოდა, ჩემი და ზურას ურთიერთობა მით უფრო მყარი ხდებოდა. ამ ადამიანმა (მარინა ბერიძემ) დამანახვა თავისი სახე და ზურა კიდევ უფრო დავაფასე – მეტად გამიჩნდა თანაგრძნობა. მე ძლიერი ადამიანი ვარ, მაგრამ არა ცინიკოსი. სხვათა შორის, თავად თქვა მან ეს სიტყვები: საცოდავ მარინას მირჩევნია, ცინიკოსი ვიყოო და ახლა რა დაჩაგრულის მანტია მოისხა? მაშინ არ იყო ჩვენი ურთიერთობა განვითარებული, რომ მე შური მეძია, ან სხვა რამ. რაც ამ ფესტივალის მერე მოხდა, კიდევ ერთ-ერთ მუსიკალურ გადაცემაში დაბლოკვა იყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g