რუსუდან სებისკვერაძის ოფიციალურ “ფეისბუქ”-გვერდზე ახალი ფოტო გამოაქვეყნდა, სადაც კომპოზიტორის ახალ სიმღერაზე მუშაობის პროცესია ასახული. როგორც ცნობილი კომპოზიტორი აღნიშნავს, მან ახალი სიმღერა დაწერა რატი ამაღლობელის მიერ შექმნილ ლექსზე. კომპოზიციის პრემიერა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.