რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესების მოთხოვნით, ბერლინში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მიწაზე იყვნენ დაწოლილები, რითიც პატივი უკრაინაში მოკლულ ადამიანებს მიაგეს.
ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადა „ტვიტერზე“ ავრცელებს.
„შეწყვიტე დაპირება, დაიწყე მოქმედება! ბერლინში, რუსეთის გაზზე, ქვანახშირსა და ნავთობზე ემბარგოს დაუყოვნებლივი დაწესების მოთხოვნით, ქუჩაში ასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის დასასრულს, რუსეთის შემოჭრის შედეგად დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად, მონაწილეები მიწაზე დაწვნენ”, – ნათქვამია რადას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.