LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული ემბარგოს შემდეგ რეკორდული ეკონომიკური ზრდა გვქონდა – გიორგი ქადაგიძე

121
1

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 2006 წელს რუსეთის მიერ საქართველოსთვის გამოცხადებულ ემბარგოს იხსენებს და თემას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება.

“მხოლოდ მშრალი სტატისტიკა: 2006 წელს, როდესაც ჩვენმა “ჩრდილოელმა ძმამ” სრული ეკონომიკური და ენერგეტიკული ემბარგო გამოგვიცხადა, რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო და მასზე მთლიანი ვაჭრობის თითქმის ნახევარი მოდიოდა.

ჩვენი მეგობრები, პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები 2006/07 წლებში ეკონომიკის 15%-იან ვარდნას და რთულ ეკონომიკურ კრიზისს გვიწინასწარმეტყველებდნენ.

რეალურად კი 2006 წელს 9,4%, ხოლო 2007 წელს 12,6% რეკორდული ზრდა გვქონდა.

ჰოდა თუ მოვინდომებთ ყველაფერი შეგვიძლია!!!”, – წერს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g