LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული ჯარის დისკრედიტაციის ბრალდებით, მაქსიმ გალკინის წინააღმდეგ რუსეთში გამოძიება დაიწყო

152
galkin

რუსეთის საგამოძიებო სამსახური მაქსიმ გალკინის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს. საქმე ეხება არტისტის მიერ ისრაელში გაკეთებულ განცხადებას, სადაც, როგორც რუსულ საგამოძიებო უწყებაში ამტკიცებენ, იუმორისტმა რუსულ ჯარს შეურაცხყოფა მიაყენა.

შეგახსენებთ, რომ მაქსიმ გალკინმა ოჯახთან ერთად რუსეთი მას შედეგ დატოვა, რაც რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. იუმორისტმა რამდენჯერმე ღიად დაგმო კრემლის აგრესია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო საკუთარ კონცერტზე რუსი პროპაგანდისტები მკაცრად გააკრიტიკა.

„რუსეთი, რომელიც ჩემს გულშია, სხვანაირია! ესაა ახეჯაკოვა, ბასილაშვილი, ჩემი სახლი, ჩემი სკოლა, ჩემი მშობლები“ – მაქსიმ გალკინი

მე არ დავცინი რუსეთს, მე დავცინი ყალბ პროპაგანდისტებსა და კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და არა ქვეყანას, რომელიც მიყვარს – მაქსიმ გალკინი

უკვე ვხედავ როგორ ხევს „აბბას“ ალბომს სკაბაევა და როგორ გაკივის სოლოვიოვი, „კარლსონ“!! – მაქსიმ გალკინი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g