LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე ვხედავ როგორ ხევს „აბბას“ ალბომს სკაბაევა და როგორ გაკივის სოლოვიოვი, „კარლსონ“!! – მაქსიმ გალკინი

474
galkini

იუმორისტმა მაქსიმ გალკინმა, ისრაელში ჩატარებული შოუს დროს, ცნობილი რუსი პროპაგანდისტების, ოლგა სკაბაევასა და ვლადიმერ სოლოვიოვის პაროდია გააკეთა. მის ამ ნომერს მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა. გალკინის თქმით, მალე რუსეთი უარს იტყვის ყველაფერზე, რაც ფინეთიდან ან შვედეთიდან შედის რუსეთში.

,,წარმოგიდგენიათ? შვედეთსაც უნდა ნატოში შესვლა. უკვე წარმოვიდგინე, როგორ ხევს საჯაროდ „აბბას“ ალბომს სკაბაევა და როგორ გაკივის სოლოვიოვი ბოლო ხმაზე, კარლსონ!“ – ამბობს გალკინი.

მისი თქმით, რუსეთის მცდელობას, შეეჩერებინა რიგი ქვეყნების ნატოში გაწევრიანება, უარესი შედეგი მოჰყვა: „მოგწონთ თუ არა, ნატო ფართოვდება“ – დასძენს არტისტი.

,,ახლა კი შემიძლია რუსეთში აღარ დავბრუნდე“ – მაქსიმ გალკინი

მაქსიმ გალკინი რუსეთში აღარ დაბრუნდება

როგორ გამოიყურება ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის სამსართულიანი  ვილა, რომელსაც ბომბებისგან დამცავი თავშესაფარი აქვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები