ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იმ შედეგებზე წერს, რომლებსაც, მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის კანონად ქცევა გამოიწვევს.
„დადასტურებული პერსპექტივები:
1. რუსული კანონის შემდეგ, გაჩერდება საერთაშორისო დახმარება;
2. უცხოეთში მხოლოდ მდიდარი ჩინოვნიკების შვილები ისწავლიან და იცხოვრებენ;
3. გაჩერდება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი, რაც კიდევ უფრო გაუმჭვირვალეს გახდის მთავრობის ქმედებას;
4. გაუქმდება უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, ხოლო ვიზით შესვლა კიდევ უფრო გართულდება;
სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება – ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო
5. შეიქმნება ცენზურის სამსახური, რომელიც ფილმებიდან ამოჭრის „არასასურველ“ მომენტებს;
6. გეობის ბრალდებით, სამსახურიდან გაათავსუფლევბენ ყველა არასასურველ პირს, მათ შორის, არაგეებსაც;
7. ცილისწამების კანონით დაიჭერენ ან დააჯარიმებენ ყველას, ვისი ფეისბუკ-პოსტიც მთავრობას არ მოეწონება – წავა ცრუ დასმენები და ანონიმკები, ვისაც ვისი ჯავრი ექნება;
8. საერთაშორისო დახმარების შეწყვეტის გამო, გაძვირდება ცხოვრება და ლარიც დეცემა, რადგან იზლოაციაში მყოფი მთავრობა მის სუფსიდირებას ვერ შეძლებს – მიმდინარე პროექტების დაფინანსებაც თვითონ მოუწევს და ვალებზე მოხსნილი შეღავათების დაფარვაც;
9. არსებული ინფრასტრუტურული პროექტების ნაწილი მაინც გაჩერდება, რაც უმუშევრობას გაზრდის;
10. გაქრება ხარისხიანი, ევროპული პროდუქცია და დახლები რუსული და ჩინური ხლამით გაივსება;
11. სატრანპორტო კოლაფსიც გამძაფრდება, რადგან კალაძე ევროკავშირის ფულით ავტობუსებს ვეღარ იყიდის;
ამის შესახებ თქვენ ხმას ვერსად ამოიღებთ, იმიტომ რომ ნახეთ მე-3, 4, 5, 6 და მე-7 პუნქტები“, – წერს დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსეშლი.
დადასტურებული პერსპექტივები: 1. რუსული კანონის შემდეგ, გაჩერდება საერთაშორისო დახმარება, 2. უცხოეთში მხოლოდ მდიდარი…
Posted by Dachi Grdzelishvili on ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2024