LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული მედია: მოსკოვში დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების საელჩო გაიხსნება

73
BeFunky-collage (10)

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში მალე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების საელჩო გაიხსნება.

“ჩვენ ვეცდებით ეს უახლოეს მომავალში [გავაკეთოთ], რაც უფრო მალე, მით უკეთესი.

ჩვენ კონკრეტული სამუშაოებით ვართ დაკავებული”. – ამბობს რუსული სამთავრობო მედიის წყარო.

მათივე თქმით, ე.წ. „დიპლომატიური მისიები“, შეიძლება ერთი ან ორი თვის განმავლობაში გაიხსნას.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა,  21 თებერვალს მოაწერა ხელი განკარგულებას „ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების“ სუვერენიტეტის ე.წ. „აღიარების“ შესახებ.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები