LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსული მთავრობა ახალგაზრდებისა და სტუდენტებისადმი რეპრესიებს აანონსებს, – მზად ვართ, თითოეული სტუდენტი სამართლებრივი და ფიზიკური ძალისხმევით დავიცვათ“ – კუპრაძე

157
Untitled design

„ვდებთ პირობას და მზად ვართ, რომ საკუთარი ცოდნით, სამართლებრივი და ფიზიკური ძალისხმევით დავიცვათ თითოეული სტუდენტი, რომელიც იქნება თუნდაც ზეწოლის ან ძალადობის რაიმე რისკის ქვეშ“, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდების რეპრესიებს აანონსებს.

„წყლის ჭავლთან დროშიანი მომიტინგის დაპირისპირება, სპეცრაზმელებთან ყვავილების მიტანა..“ – კობახიძის აზრით, ექსტრემისტული აქტივობები შარპისა და აკერმანის სახელმძღვანელოებით ხორციელდებოდა

ირაკლი კუპრაძის თქმით, გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია, რომ გულწრფელი პროტესტისა და პროდასავლური განწყობების მქონე ახალგაზრდები დაცულები იყვნენ:

„რუსული მთავრობა დღეს ჩვენს ქვეყანაში აანონსებს რეპრესიებს ახალგაზრდებისა და სტუდენტებისადმი, იმ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისადმი რომლებმაც მიაღწიეს ისტორიულ წარმატებას და რუსული გეგმა რუსული კანონის სახით ჩავარდა და ეს იყო მნიშვნელოვანი გულწრფელი, არაპარტიული პროტესტი, რამაც შექმნა ისტორიული შედეგი ჩვენს ქვეყანაში ამ წლების განმავლობაში, ნაგროვებმა ბრაზმა ჰპოვა სწორი და მშვიდობიანი გამოვლინება, თუმცა რუსული მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში აანონსებს რეპრესიებს ახალგაზრდებისა და სტუდენტებისადმი.

მოვისმინეთ ჯერ პრემიერ-მინისტრის, შემდეგ კახა კალაძის განცხადება, რომ თითოეული მოქალაქის და ახალგაზრდას წარსულის შესახებ ინფორმაცია აქვთ. ძალიან კარგად გვახსოვს კახა კალაძის, ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის წარსული, რომლებიც ჩირგვებში ისხდნენ, როდესაც ქართველი ხალხი იბრძოდა დემოკრატიისთვის.

ირაკლი კობახიძის ბოდვა არის სამარცხვინო, რუსული მესიჯბოქსის გაგრძელება, რომ გადავხედოთ მის ბრიფინგს, კარგად ამოვიცნობთ ყველა იმ საკვანძო სიტყვას, რომელიც არის პუტინის პროპაგანდის მთავარი საწყისები პუტინის რუსეთში: ფაშიზმის, რადიკალიზმის ხშირად ხსენება და აგენტებზე აპელირება.

ამ ქვეყანას ჰყავს უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი – ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 8 მილიარდი გამოიტანა რუსეთიდან და მისი დამქაშები კობახიძის, ღარიბაშვილის და კალაძის სახით.

რეპრესიები, რომელიც დაანონსებულია სტუდენტებზე და ახალგაზრდებზე, ვერ პოვებს ვერანაირ მომავალს, ამ საზოგადოებაზე და ამ სეგმენტზე მსგავსი რუსული პროპაგანდა და მესიჯები არ მუშაობს.

ირაკლი კობახიძემ საზოგადოების ამ გულწრფელ პროტესტს უწოდა საუკუნის თაღლითობა და ჩვენ ეს სიტყვები გვესმის საუკუნის მატყუარასგან და თაღლითისგან ქართულ პოლიტიკაში, რომელმაც შეძლო დაემახინჯებინა პოლიტიკური პროცესი. პროპაგანდისტული მესიჯებით ცდილობს, დაამახინჯოს ქართველი ხალხის წარმოდგენა პუტინის რუსეთზე და ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

ჩვენთვის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია, რომ ის ახალგაზრდები გულწრფელი პროტესტით, თავისი პროდასავლური განწყობებით იყვნენ დაცულები. ვდებთ პირობას და მზად ვართ, რომ საკუთარი ცოდნით, სამართლებრივი და ფიზიკური ძალისხმევით დავიცვათ თითოეული სტუდენტი, რომელიც იქნება თუნდაც ზეწოლის ან ძალადობის რაღაც რისკის ქვეშ.

შესაბამისად, მოგიწოდებთ, რომ გამოდით ჩვენთან კონტაქტზე, ჩვენ გთავაზობთ მოკავშირეობას და მხარდაჭერას – სამართლებრივი მხარდაჭერიდან დაწყებული, თქვენთან ერთად ფიზიკური დგომით. უნივერსიტეტებში და სკოლებში არ არის ადგილი პრორუსი, პუტინისტი და მოღალატე ლექტორებისთვის”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

კინზინგერი პრემიერის განცხადებაზე: საქართველოს მთავრობა რუსულ დეზინფორმაციაზე გადაერთო

კობახიძე: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტმა ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე ამოქმედებით შეეძლო მოეტანა

კობახიძე: „ნაციონალი ლექტორები, სტუდენტებს აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ ნიშნების მომატებას სთავაზობდნენ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g