LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვართან კვლავ რჩებიან, დარჩენილი სამხედროთა რაოდენობა 80 000-მდეა: ამერიკული პრესა

68
რუსი სამხედროები უკრაინის საზღვართან

უკრაინის საზღვრის სიახლოვეს დარჩენილი სამხედროთა რაოდენობა 80 000-მდეა, ადგილზე რჩება სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილიც,” – ამის შესახებ ამერიკული გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს.

გამოცემა ინფორმაციას პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით  ავრცელებს, სადაც ასევე ნათქვამია, რომ რუსული სამხედრო ძალების უმეტესობა, რომელთა უკანდახევა 22 აპრილს დაიწყო, კვლავ უკრაინის საზღვრებთანაა მობილიზებული.

ცნობილია, რომ მუდმივი განლაგების ადგილებში რუსული ჯარების დაბრუნების ბოლო თარიღი პირველი მაისი იყო. შეგახსენებთ, რომ გუშინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გვიან ღამით კიევში ჩაფრინდა, რათა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს.

“თუ რუსეთი უგუნურად და აგრესიულად იმოქმედებს, შეერთებული შტატები მას უპასუხებს” – ენტონი ბლინკენი