LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსულმა GQ-მ კახი კალაძე და ბერა რუსეთის ყველაზე მოდური მამაკაცების სიაში შეიყვანა

bera.

რუსულმა GQ-მ გამოაქვეყნა რუსეთის ყველაზე მოდური მამაკაცების 50-ეული და ამ სიაში ქართველებიც აღმოჩნდნენ, მათ შორის ბერა ივანიშვილი და კახი კალაძე. მათ სტილს ცნობილი ჟურნალის რუსული გამოცემა ქება-დიდებას უძღვნის. აღსანიშნავია, რომ სიაში კიდევ ერთი ქართველია, რეპერი L’One, ანუ ლევან გოროზია. ქართველები უსწრებენ ისეთ ცნობილ მამაკაცებს, როგორებიც არიან ფიოდორ ბონდარჩუკი, ფილიპ კირკოროვი და ანდრე მალახოვი.

ბერა ივანიშვილი  ამ სიაში მეცხრე ადგილს იკავებს. როგორც გამოცემა წერს: „ჰიპ-ჰოპის ქართველი შემსრულებელი ფრანგული ფესვებით მოხერხებულად ახერხებს სამ იმიჯზე გადართვას: 1960-იანი წლების ბიჭიდან ტყავის ქურთუკში, „ივ სენ ლორანის“ კოლექციებიდან, „სელინზე“, როგორც ქართული ტრადიციების მოყვარული და მოდურ რეპერზე თეთრ მაისურში. რომელია ამ იმიჯებიდან საუკეთესო, ამის გამორჩევა შეუძლებელია, სტილისტურად ყველა იდეალურია“.

კახი კალაძე სიის მეექვსე პოზიციას იკავებს:

„თბილისის მერი ოდესღაც საფეხბურთო კლუბში „მილანი“ წარმატებულად თამაშობდა, ასევე იყო საქართველოს ნაკრების წევრიც, შემდეგ კი სხვა ლიგაში აგდაინაცვლა, კერძოდ, პოლიტიკაში, მაგრამ ხულიგანური სამოსი პიჯაკებზე არ გაცვალა. თავისი იმიჯით მან არანაკლები ნიუსი შექმნა, ვიდრე გადაწყვეტილებებით ~, რომლებსაც მერის სავარძელში მჯდომი იღებს“. როგორც გამოცემა აღნიშნავს, კახა კალაძემ კარგად იცის, რომ საუკეთესო სტილის შესაქმნელად საკუთარ თავს ჯანსაღი იუმორით უნდა შეხედო.

ლევან გოროზია

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g