LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსულმა Red wings-მა ქვეყნების ჩამონათვალიდან ოკუპირებული აფხაზეთი ამოიღო

140
Red-Wings-Airlines

რუსულმა ავიაკომპანია Red wings-მა, რომელმაც გუშინ საკუთარ საიტზე ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი დაამატა, დღეს არაღიარებული ტერიტორია ისევ წაშალა. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე – flyredwings.com ქვეყნების ჩამონათვალში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონი აღარ იძებნება.

Red Wings ის ავიაკომპანიაა, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებაზე ნებართვა მიიღო. უცნობია, როდის დაიწყებს Red Wings თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ფრენებს.

ამ დრომდე რუსეთსა და საქართველოს შორის ორი ავიაკომპანია დაფრინავს – რუსული Azimuth Airlines და ქართული Georgian Airways. რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 10 მაისს გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაბამისი განკარგულება 15 მაისიდან ამოქმედდა.

 

საქართველომ ფრენების უფლება კიდევ ერთ რუსულ ავიაკომპანიას მისცა – ქუთაისი-მოსკოვისა და სოჭი-თბილისის მიმართულებებზე Red Wings იფრენს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g