Ryanair-ის ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ იტალიაში ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიის შეძენაზე ფიქრობს.
ცნობილია, რომ Alitalia-ს მთლიანი, ან ნაწილობრივი შეძენით დაახლოებით ათამდე ავიაკომპანიაა დაინტერესებული, მათ შორის არის Etihad Airways-ც. ყველა შეთავაზება ოქტომბერში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, მაისის დასაწყისში უმსხვილესმა იტალიურმა ავიაკომპანია Alitalia-მ მიიღო გადაწყვეტილება გაბანკროტების პროცედურა დაეწყო.
Alitalia იტალიის უმსხვილესი ავიაგადმზიდია, ის ევროპაში სისიდით მეხუთეა. კომპანიის შტაბ–ბინა რომში მდებარეობს. Alitalia 1946 წელს დაარსდა და მაშინ Aerolinee Italiane Internazionali ერქვა.