LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, არახამია იყვნენ ამ გადაწყვეტილების ინიციატორები” -კობახიძის მტკიცებით, ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი სააკაშვილის გარემოცვის გავლენით გაიწვია

1685
kobakhidze

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება, საქართველოდან გაეწვია უკრაინის ელჩი მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის გავლენით მიიღო. მისივე თქმით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის მიზეზი ვერ უნდა გამხდარიყო სანქციები – “არანაირი არგუმენტი ამისთვის არ არსებობს”,-აღნიშნა კობახიძემ. ამის შესახებ მან საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„სანქციებს რაც შეეხება, მოლდოვა არის უკრაინის მეზობელი ქვეყანა და დაახლოებით იგივე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ზოგადად უკრაინა, საქართველოა. მასაც აქვს ტერიტორიული პრობლემები, დაპირისპირება რუსეთთან და ასე შემდეგ. მოლდოვამ სანქციები არ დაუწესა რუსეთის ფედერაციას. კითხვა ისმის მარტივად – სანქციებთან დაკავშირებით მოლდოვისგან არ ჰქონდა იგივე მოლოდინი ზელენსკის და რატომ ჰქონდა მოლოდინი უკრაინის ხელისუფლებას საქართველოსთან მიმართებით. იგივე ავიღოთ პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი. თვითმფრინავები არ გააგზავნეს მათ. არ ჰქონდა მოლოდინი უკრაინის ხელისუფლებას პოლონელებისგან ან ბრიტანელებისგან, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგმულიყო, რატომ არ ჰქონდათ და რატომ ჰქონდათ საქართველოსგან, როდესაც ნატო-ს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინის მიმართ აქვთ ბევრად დიდი პასუხისმგებლობა, ვიდრე საქართველოს. აქ ძალიან უხეში ლოგიკური აცდენაა და არანაირი არგუმენტი ამის საპირისპიროდ სინამდვილეში, არ არსებობს. თუ ვინმეს მიმართ უნდა ჰქონოდა მოლოდინი უკრაინის ხელისუფლებას, ეს არის პირველ რიგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, პოლონეთი, ასევე დიდი ბრიტანეთი, მოლდოვა და ასე შემდეგ, თუმცა რატომღაც საქართველოსგან განსხვავებით, იქ არ გამხდარა მათი გადაწყვეტილებები ელჩის გაწვევის მიზეზი. სწორედ ეს აჩენს მარტივ ეჭვს, რომ შეიძლება, სწორედ სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, არახამია იყვნენ ამ გადაწყვეტილების ინიციატორები ან რომელიმე მათგანი. ძალიან საფუძვლიანია ეს ეჭვი, როდესაც აბსოლუტურად ალოგიკურია და აუხსნელია გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g