LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: არასდროს მითქვამს, რომ პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდი საქართველოში

133

არასდროს მითქვამს, რომ არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდი საქართველოში – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ”ფეისბუქში” გავრცელებულ  ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი განმარტებით, ჩამოსვლის შემთხვევაში, მას სახიფათო პროვოკატორად გამოაცხადებდნენ ივანიშვილს მიეცემოდა საფუძველი ის და მისი  მომხრეები სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებაში დაედანაშაულებინა.

“ჩვენ ვაპირებდით პირველ ტურში გამარჯვებას, შემდეგ ვაპირებდი ჩამოსვლას მეორე ტურისთვის და ასევე არჩევნების დაცვაში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა – უპრეცედენტო მასშტაბის მანიპულაციები და გაყალბება პირველი ტურის. რეაგირება ამაზე როგორი უნდა მოხდეს, ეს არის ადგილზე მყოფი ლიდერების და აქტივისტების გადასაწყვეტი, იმიტომ, რომ ისინი უკეთესად ხედავენ. ერთი რამ ჩემთვის დღესავით ნათელია – ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მანიპულაციების და გაყალბების გათვალისწინებით მიიღო 600 ათასზე მეტი ხმა. ეს არის ძალიან ბევრი ამ რეპრესიების და ზეწოლის პირობებში”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g