LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს: გამბედაობა რომ გქონდეს, ამ ფასიან მიტინგზე გამიყვანდი და იქ გამიმართავდი დებატებს

171
D34D8582-8493-4938-9037-2CF80E90DE7B-cx0-cy7-cw89-w1023-r1-s-39056-1

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან “ქართული ოცნების” ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, “ივანიშვილს გამბედაობა რომ ჰქონდეს, დღეს დაგეგმილ ფასიან მიტინგზე გაიყვანდა და დებატებს იქ გაუმართავდა”.

“მივმართავ ივანიშვილს – ფანჯრები ამომიგმანე და გამიშავე, ტელეფონი გადამიჭერი, სასამართლოში კი არა, ჩვეულებრივ საავადმყოფოში გეშინია ჩემი გადაყვანა.

შენ რომ მართლა რამე გამბედაობა გქონდეს, ამ შენს ფასიან მიტინგზე გამიყვანდი და იქ გამიმართავდი დებატებს, შენივე მოყვანილი ხალხის წინაშე.” – წერს სააკაშვილი “ფეისბუქში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g