„პუტინი, რომელიც აცხადებდა თავს ოსეთის გადამრჩენად, აქტიურად არის გადასული მათ გენოციდზე“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„19 ივნისს უკრაინელებმა აიღეს პიაწიხატკი ზაპოროჟიეს ოლქში, ოპერაციის დროს გაანადგურეს ცხინვალის რეგიონის რამდენიმე ასეული ეთნიკური ოსებისაგან დაკომპლექტებული ბატალიონი.
ამგვარად, პუტინი, რომელიც აცხადებდა თავს ოსეთის გადამრჩენად, აქტიურად არის გადასული მათ გენოციდზე“, – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ანა მალიარმა დაადასტურა ცნობა, რომ ზაპოროჟიეს რეგიონში დაიბრუნეს პირველი სოფელი, პიატიხატკი. ამასთან, მისივე თქმით, უკრაინელებმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, პიატიხატკის გარდა 7 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.