LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი მოსამართლე: სააკაშვილს გლდანის ციხეში გადაყვანისას არაადამიანურად ეპყრობოდნენ – ამ ეპიზოდზე ცალკე საქმის აღძვრა შეიძლებოდა

294
ლიანა ორდოკაშვილი მიშას გადაყვანაზე

საქალაქო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ და 7 ნოემბრის საქმის კოლეგიის ყოფილმა წევრმა, ლიანა ორკოდაშვილმა, მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმის ირგვლივ, უფრო ზუსტად კი, ექსპრეზიდენტის რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის ეპიზოდზე ისაუბრა და თქვა, რომ მას „არაადამიანურად ეპყრობიან“.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ყოფილმა მოსამართლემ, რომლის პენსიაზე გასვლის შედეგადაც 7 ნოემბრის საქმის პროცესები გადაიდო, აღნიშნა, რომ როგორც სააკაშვილს გადაყვანისას ეპყრობოდნენ, არ უნდა ეპყრობოდნენ „საშინელ დამნაშავესაც“ კი.

ლიანა ორდოკაშვილის თქმით, სააკაშვილის გლდანის მე-18 ციხეში გადაყვანის ეპიზოდზე ცალკე საქმის აღძვრა შეიძლებოდა.

სააკაშვილი: „რატომ გეშინიათ ჩემი გამოჩენის? რატომ უფრთხით იმას, რომ ხალხმა თვითონ განსაჯოს თქვენ ხართ მართალი თუ მე?“

დღე 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს აღარ ჩატარდება. მიზეზი მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთის არყოფნა გახდა.

„ეს მარტო სააკაშვილი კი არა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, საშინელი დამნაშავე და მკვლელიც რომ ყოფილიყო, ასეთი მოპყრობა მივიჩნევ, რომ არაადამიანური მოპყრობაა“, – განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა.

როგორც მანვე აღნიშნა, გავრცელებულ ვიდეოში სააკაშვილი წინააღმდეგობას ბადრაგებს უწევდა, „მაგრამ მაინც ჩანდა, რომ მის მიმართ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, არასწორ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი აუცილებლად უნდა გარკვეულიყო და გამოძიებულიყო“.

„ჯანმრთელობის მკვეთრად გაუმჯობესებას არ ველი – ამდენი მატყუარა, ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანები თუ არსებობდნენ, არ მეგონა“ – ნინო ნადირაძე

წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი, ყოფილმა მოსამართლემ კონკრეტული პასუხი არ გასცა და აღნიშნული იმით განმარტა, რომ ექსპრეზიდენტის საქმის ერთ-ერთი განმხილველი მოსამართლე იყო.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 8 ნოემბერს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს – თავად სააკაშვილი მის სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებას ითხოვდა.

ცნობისთვის, გუშინ, 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

არსებული ინფორმაციით, მიზეზი მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთის არყოფნა გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g