LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი სასჯელს ლუქს პალატაში იხდის და მიირთმევს რასაც ოჯახის წევრები მიუტანენ – არაფერი იმდაგვარი არ ხდება, რომ ჩვენმა კოლეგებმა იშიმშილონ: ბექა ოდიშარია

181
Untitled design

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ანა წითლიძე, დავით კირკიტაძე და თემურ ჯანაშია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობენ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მათ რიგებს აბდულ ისმაოლოვი გამოაკლდა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, ბექა ოდიშარიას „არ ესმის, რატომ შიმშილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რადგან მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ ლუქს პალატაში იხდის სასჯელს და ოჯახის წევრების მიერ მირთმეულ საკვებს იღებს“.

ბექა ოდიშარიას თქმით, „არაფერი იმდაგვარი არ ხდება, რომ მისმა კოლეგებმა იშიმშილონ“.

„ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატებს უწევთ გარკვეული შიდაპარტიული წნეხების გამო ასეთი აქციების მოწყობა და შიმშილობა, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობისთვის მავნებელია. მაშინ როცა პატიმარი სააკაშვილი ვივამედში სასჯელს ლუქს პალატაში იხდის და მიირთმევს რასაც მიუტანენ ოჯახის წევრები, ამ ადამიანებმა რატომ უნდა იშიმშილონ, რა არის ამის მიზეზი, ვერ ვხდები… კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, არაფერი იმდაგვარი არ ხდება, რომ ჩვენმა კოლეგებმა იშიმშილონ, იმიტომ რომ გაუგებარია, რა მიზნის მისაღწევად შიმშილობენ. რა უნდა მოხდეს იმაზე მეტი, რომ მსჯავრდებული, როგორც პაციენტი სასჯელს იხდის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში, რომლის მკურნალობაც დღემდე 200 000 ლარი დაჯდა და რაღაზე შიმშილობენ, ამის მეტი რა უნდა გავაკეთოთ, რა ფუფუნება უნდა შეიქმნას კიდევ?!“, – აცხადებს ბექა ოდიშარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g