ევროპარლამენტარის სარიუშ ვოლსკის ჩარევის მიუხედავად, პოლონეთიდან მატარებელი უკრაინის მიმართულებით ამ დრომდე არ გამგზავრებულა.
მიზეზთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება ჯერ არ გაკეთებულა.
დანარჩენმა მგზავრებმა მატარებელი დატოვეს და ისინი გზას ავტობუსებით გააგრძელებენ. მიხეილ სააკაშვილი კვლავ მატარებელში რჩება და მის დატოვებას არ აპირებს.