რუსული მედია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავებას ეხმაურება.
„საქართველოში სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარე დააკავეს“, „ანტირუსული აქციების ლიდერი მელია დაკავებულია“.- ამ სათაურებით გამოქვეყნდა სტატიები რუსულ სააგენტოებზე მელიას დაკავების შემდეგ.
„სპეცრაზმმა გამოიყენა ცრემლსადენი გაზი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში.
ოფისის მახლობლად მობილიზებულია საასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. სპეცრაზმი შეიჭრა ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა და დააკავა. სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს“, – ვკითხულობთ „რია ნოვოსტის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
„მელიას ადანაშაულებენ ყველაფერში, რაც ხდება რუსეთსა და საქართველოს შორის. მას ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება. ნიკანორ მელიას 2019 წლის მასობრივ არეულობაში სდებენ ბრალს.
გადაწყვეტილება 17 თებერვალს მიიღეს, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა ლიდერმა უარი თქვა, გადაეხადა 20 ათას დოლარზე მეტი გირაო. მელიას მომხრეები სამართალდამცველებს არ აძლევდნენ საშუალებას, ლიდერი დაეკავებინათ და პოლიციელებს „რეჟიმის მონას“ ეძახდნენ“. – წერს „ვზგლიადის“ კორესპონდენტი საქართველოდან.
სამართალდამცველებმა ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს