LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილმა ადმინისტრაციას მოსთხოვა, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მოვიდნენ, რათა მათთან შეთანხმებით მოხდეს გადაყვანა: ხერხეულიძე

414
ეკა ხერხეულიძე

“მიხეილ სააკაშვილმა ადმინისტრაციას მოსთხოვა, რომ აქ მობრძანდნენ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული იმისთვის, რომ მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა.” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა ეკა ხერხეულიძემ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ მათთან შეხვედრის შემდეგ მოხდება შეთანხმება, რომ მიიღონ ოპტიმალური გადაწყვეტილება – დროზე შეწყვიტოს შიმშილობა:

“მან ადმინისტრაციას მოსთხოვა, რომ აქ მობრძანდნენ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული იმისთვის, რომ მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა, ანუ რაც მოგახსენეთ, მიხეილ სააკაშვილი აქედან არ გავიდოდა თვითონ და დრო იკარგება ძალიან მნიშვნელოვანი, სანამ ისინი არ მოვლენ და ჩვენთან ერთად არ გადაწყდება ეს საკითხი – არც ერთ შემთხვევაში არ გადავა აქედან, ამიტომ ნიკა გზაშია ვიცი. უკრაინის კონსულთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, შეტყობინებას გადასცემდნენ.

იმედია ისინი მალე მოვლენ და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შეხვედრის შემდეგ მოხდება შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომ ადამიანმა დროზე შეწყვიტოს შიმშილობა.” – განაცხადა ხერხეულიძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

ამის შესახებ ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ამასთან, ცოტა ხნის წინ ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ შიმშილობას წყვეტს. მან შიმშილობის შეწყვეტის საფუძვლად მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება დაასახელა.

magti 5g