LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილს არ გამოუშვებენ, ამის არ მჯერა: ზურაბ ჯაფარიძე

151
ზურაბ-ჯაფარიძე-.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით მიხეილ სააკაშვილს ციხიდან არ გამოუშვებენ.

ეს ზღაპარია, არ გამოუშვებენ და არც არსად გადაიყვანენ, – “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერის განცხადებით სააკაშვილი დღევანდელ რეალობაში „ჩვეულებრივი პოლიტპატიმარია“.

„არ მჯერა, რომ სააკაშვილს სადმე სამკურნალოდ გადაიყვანენ. არ მჯერა, რომ სააკაშვილს გამოუშვებენ. სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი. ერთადერთი, რის გამოც ეს ადამიანი ციხეში ზის, ისაა, რომ ის აღქმულია როგორც საფრთხე ამ ხელისუფლების მიერ – ეს არის და ეს. მურუსიძე-ჩინჩალაძის გადასაწყვეტი ეს არაა. ნორმალურმა სასამართლომ შესაძლოა გამოიკვლიოს და დაეყრდნოს სააკაშვილის წარსულს. მაგრამ ამ რეალობაში ის ჩვეულებრივი პოლიტპატიმარია“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პოპულარულები