მიხეილ სააკაშვილი თავს მორალური და ფსიქოლოგიური სიძლიერიდან გამომდინარე მხნედ გრძნობს, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.
“მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა წნევის ცვალებადობა, თუმცა საერთო ჯამში, მისი ფსიქოლოგიური და მორალური სიძლიერიდან გამომდინარე თავს გრძნობს მხნედ” – აცხადებს საძაგლიშვილი
საძაგლიშვილის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი აპირებს ასე გააგრძელოს იქამდე, ვიდრე ფიზიკური შესაძლებლობა ექნება.
როგორც საძაგლიშვილი აცხადებს, სააკაშვილი მოწადინებულია თავად ჩავიდეს შეხვედრების ოთახში და გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები არ ნიშნავს, რომ მას გადაადგილება არ შეუძლია.
რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ექიმების კონსილიუმის მოწვევას, ადვოკატის თქმით, სააკაშვილს კონსილიუმთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვს.