LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლოდ თბილისსა და შარმ-ელ-შეიხს შორის ფრენების განახლება იგეგმება

117
sharm-el-sheikh

ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებით ისევ დაინტერესებულია.  ინფორმაციას „ავიაქსელი“ ავრცელებს.

„ჩვენი საიდუმლოს გამხელის დღეც დადგა❗️ სუსხიან დღეს განსაკუთრებით უხდება ესეთი ცხელი სიახლეები. წარმატებით დასრულდა დიდხნიანი მოლაპარაკება ,,ავიაქსელსა” და ავიაკომპანია Air Cairo-ს შორის. დღეიდან სწორედ ჩვენ ვიქნებით საქართველოში ავიაკომპანია “Air Cairo”-ს გენერალური აგენტი ❗️“, – აცხადებენ „ავიაქსელში“.

მათივე ინფორმაციით, Air Cairo-ს შარმ-ელ-შეიხიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისების განხორციელებას გეგმავს.

“ავიაკომპანია დაინტერესებულია, რომ ზამთრის სანავიგაციო პერიოდში რეგულარული ფრენები განახორციელოს. მას შემდეგ რაც საქართველოს რეგულარულ ფრენებზე დაწესებულ შეზღუდვებს მოხსნის და საქართველოსა და ეგვიპტეს შორის რეგულარული ფრენების განხორციელების საშუალება იქნება Air Cairo-ს  შარმ-ელ-შეიხი-თბილისი-შარმ-ელ-შეიხის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით სურს ოპერირება. რეისების განახლებას კომპანია, საახალწლოდ, 20 დეკემბრიდან ვარაუდობს”,- აცხადებენ “ავიაქსელში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g