LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააპელაციო სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი ნატა ფერაძის დაკავებასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო

157
BeFunky-collage (1)

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი ნატა ფერაძის დაკავებასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო.

როგორც საია-ის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

„სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ჩვენი საჩივარი ნატას საქმეზე. დაუშვებლობის არგუმენტები შაბლონურია – ახალი გარემოებები და მტკიცებულებები არ არის საჩივარშიო. ახალ მტკიცებულებებზე მსჯელობას არავინ ითხოვდა. სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა რამდენად დასაბუთებული იყო საქალაქო სასამართლოს დადგენილება, განსაკუთრებით, გამოყენებული სანქციის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია და თავიდან მოიშორა საქმე“, – წერს ქურდოვანიძე.

ცნობისთვის, აქტივისტი ნატა ფერაძე საკუთარ სახლში გუშინ დააკავეს.

აქტივისტს მატრონა მოსკოველის ხატისთვის, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავის შესხმის გამო, 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა სასამართლომ გუშინ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g