LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააპელაციო სასამართლომ “რუსთავი 2“-ისთვის 12 ათასის გადახდა დამაკისრა“- ეკა კვესიტაძე

415
ეკა

ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 12 ათასი ლარის გადახდა დააკისრა წინა სამსახურისთვის, “რუსთავი 2“-სთვის, საიდანაც გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მოკლედ, ასეთი ამბავია. დღეს სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის სამმა მოსამართლემ – ოთარ სიჭინავამ, გოჩა ჯეირანაშვილმა და ლაშა თავართქილაძემ – კიდევ ერთი უკიდურესად სამარცხვინო და უტიფარი გადაწყვეტილება გამოიტანეს და „რუსთავი 2“-ის სასარგებლოდ 12 ათასი ლარის ჯარიმა დამაკისრეს მე, რომელსაც 2019 წელს პაატა სალიამ სრულიად დისკრიმინაციულ საფუძველზე არათუ ჩემი კუთვნილი ხელფასი არ გადამიხადა, არამედ პრესკონფერენციაზე გაგვათავისუფლა 5 ჟურნალისტი და პროდიუსერი იმ მოტივით, რომ ჩვენი მის საინფორმაციო პოლიტიკას არ ვეთანხმებოდით.

ანუ „რუსთავი 2“- მა ხელფასი არ მომცა, საპენციო ფინდიდად დაბრუნებული ჩემი კუთვნილი ფულიც კი მიითვისა, სამსახურიდან გამომაგდო და ერთი წლის თავზე სარჩელი შეიტანა სასამართლოში, რომ მე ჩემი ნებით წავედი და კონტრაქტი ცალხმრივად გავწვიტე. ეს სარჩელი სასამართლომ, რასაკვირველია, დაუკმაყოფილა. ამაზე დიდი უსამართლობა და უტიფრობა იშვიათად მინახავს. მაგრამ მოვა დრო და ყველა აგებს პასუხს. ამ კორუმპირებული ძირგამომპალი სასამართლო სისტემისგან თუ არ გავთავისუფლდ ასეთი ტიპის უსამართლობა ყველას შეეხება. ეს უბრალოდ დასაწყისია. ხვალ 11 საათზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად პრესკონფერენცია გვექნება.

p.s. კომენტარებში ჩავაგდებ სიუჟეტებს როგორ გვათავისუფლებს სამსახურიდან სალია და როგორ გააშუქა მისი ეს გადაწყვეტილება სახელისუფლებო მედიამ“. – წერს ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში.

 

 

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დირექტორმა პაატა სალიამ, ინტერესთა კონფლიქტის არგუმენტით, ეკა კვესიტაძე 2019 წლის აგვისტოში სხვა ჟურნალისტებთან ერთად გაათავისუფლა სამსახურიდან – ეს ტელევიზიაში მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ მოხდა. საია მიიჩნევს, რომ ეკა კვესიტაძე სხვა ცნობილ ჟურნალისტებთან ერთად გახდა დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, დამსაქმებლის მთავარი მიზანი კი მისი და მისი კოლეგების სამაგალითო დასჯა იყო, ჟურნალისტების კრიტიკული პოზიციის გამო.

თითქმის ერთი წლის წინ ამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლომაც. მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა ეკა კვესიტაძის სარჩელი “რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა – ჟურნალისტი ითხოვდა მისი არხიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, აღდგენას, იძულებითი განაცდურისა და ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების (დავალიანების და საშვებულებო პერიოდის ანაზღაურების) გადახდას.

მოსამართლემ კანონიერად მიიჩნია მისი გათავისუფლება “რუსთავი 2“-დან და სამაუწყებლო კომპანიას მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდა დაავალა. ამავდროულად, ჟურნალისტს დააკისრა 25 000 ლარის გადახდა შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის (“მთავარ არხზე” მუშაობის დაწყებისთვის).

ჟურნალისტის უფლებებს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავს. ორგანიზაციაში ხვალ, 18 მაისს, ამ საკითხზე პრესკონფერენციის გამართვას გეგმავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები