LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, ნიკა გვარამიას გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

46

თბილისის სააპელაციო სასამართლო, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს. როგორც სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, მოსამართლე შორენა ყაველაშვილის მიერ სამოქალაქო საქმეთა განხილვის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
თბილისის სააპელაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებაში, ინფორმაცია სრულყოფილად მითითებული არაა.

”მოსამართლე შორენა ყაველაშვილს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გავლილი აქვს სამოქალაქო სამართლის სრული 18 თვიანი კურსი და შესაბამისად წარმატებით აქვს ჩაბარებული გამოცდები, რითაც დასტურდება მისი უნარები სამოქალაქო სამართალში. გარდა ამისა, მოსამართლე შორენა ყაველაშვილი წლების განმავლობაში სამოსამართლეო საქმიანობას ახორციელებს სწორედ სამოქალაქო სამართლის მიმართულებით და განხილული აქვს 1000- ზე მეტი სამოქალაქო საქმე.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მას საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვს სისხლის სამართლის სპეციალობით, განვმარტავთ, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს არავითარი შეზღუდვა მოსამართლემ განიხილოს სხვა სპეციალობის საქმე. მოსამართლე შორენა ყაველაშვილის მონაწილეობა რუსთავი 2-ის საქმის განხილვაში სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან” – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g