LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – ცესკომ დარღვევის 5 ფაქტი დაადასტურა

103

“ამ დროისთვის ცესკომ სამართალდარღვევის ხუთი ფაქტი დაადასტურა,” – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, დარღვევებზე შესაბამისი ოქმები გამოიცა.

თამარ ჟვანიას განცხადებით, დარღვევები საარჩევნო კამპანიის წესებს და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხებოდა.

თამარ ჯვანია თბილისის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო კამპანიაში ბაღების პედაგოგების შესაძლო მონაწილეობის შესახებ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “კურიერის” სიუჟეტის მოკვლევა შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიამ დაიწყო.

“ფაქტი ეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის თანამშრომელს, რომელსაც არ აქვს უფლება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის. ჩვენ ამაზე დავიწყეთ მოკვლევა და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში გატარდება შესაბამისი ღონისძიება,” – აღნიშნა ჟვანიამ.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ ოჯახს თბილისში მიუვიდა საარჩევნო ბარათი და აღმოჩნდა, რომ მისთვის უცხო ადამიანები არიან მიწერილი მის მისამართზე, ცესკო-ს თავმჯდომარემ განმარტა, რომ აღნიშნული საკითხის მოგვარება თავად ბინის მეპატრონეს შეუძლია.

 

magti 5g