LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საარჩევნო კოდექსს” პირველი მოსმენით კენჭი ვუყარეთ – დარწმუნებული ვარ, შევძლებთ მაღალი კონსენსუსით შევასრულოთ ყველა ის პუნქტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ: არჩილ თალაკვაძე

73
არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გუშინ, პარლამენტში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კენჭისყრა მოხდა, როცა “საარჩევნო კოდექსს” პირველი მოსმენით კენჭი უყარეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ასევე თანხმობით, მაღალი კონსენსუსით შევასრულოთ ყველა ის პუნქტი, რომელსაც პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი ერთად მოვაწერეთ,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიცე-სპიკერის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული დოკუმენტის პუნქტებს პასუხისმგებლობით ასრულებს.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დროა, რომ ეროვნული ამოცანების გარშემო გავერთიანდეთ, ვიკამათოთ, გავმართოთ დისკუსია და პოლიტიკური განხილვა იმ თემებზე, თუ რისი გაკეთებაც შეიძლება უკეთ ამა თუ იმ სფეროში, თუმცა ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა

საარჩევნო რეფორმა – რას გვეუბნება მიშელის დოკუმენტი და რაზე მსჯელობენ პოლიტიკოსები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g