“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი მიუღებელი ფორმებით დაიწყო.
„ის საარჩევნო პროცესი, რომელიც დაიწყო, რბილად რომ ვთქვათ, დაიწყო აბსოლუტურად უადგილოდ, მიუღებელი ფორმებით და საერთო პოლიტიკური საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ზიანის მიყენებით. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სულ რამდენიმე დღეში არჩევნები ჩატარდება პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში”. დიდი პოლიტიკური ცვლილებები აუცილებლად დადგება ამ ქვეყანაში, თუმცა, დიდი პოლიტიკური ცვლილებები ჯერ პარტიაში დადგება”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თმით, ოპონენტები მის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას მიმართავენ.
ცნობისთვის, ზუგდიდში ნიკა მელია პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს დახურულ ფორმატში ხვდება.
არ ვაპირებ ამ არჩევნებში მხარე ვიყო რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ: ანა წითლიძე