LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო რეფორმა, პოლიტიზირებული მართლმსაჯულება – ეს საკითხები განსჯის საგანია: კრისტიან დანიელსონი

67
კრისტიან დანიელსონი

„საარჩევნო რეფორმა, პოლიტიზირებული მართლმსაჯულება ეს ის საკითხებია, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ და რომელიც განსჯის საგანია. მზად ვართ, რომ ამ დღეებში ამ საკითხებზე ვიმუშავოთ“,- ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ჟურნალისტებს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

დროა, ყველა დაინტერესებულმა პოლიტიკურმა ძალამ ჩიხიდან გამოსავალი, კომპრომისის სახით იპოვოს: კრისტიან დანიელსონი

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარადჭერილი პოლიტიკური დიალოგის მედიატორად დანიშნა.

მისი ვიზიტის მთავარი მიზანი პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლება იქნება. არსებული პოლიტიკური დაძაბულობის დასაძლევად, მხარეებს შორის მედიატორობას ის ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, კარლ ჰარცელთან ერთად შეეცდება.

მოლაპარაკებებში ჩართული მხარეებისგან შეიმჩნევა მზაობა შეთანხმების მისაღწევად: ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g