საარჩევნო სიებში ქალთა კვოტირების განსაზღვრის საკითხს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 10 ხმით მხარი დაუჭირა.
სხდომაზე, „ქალთა, პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პირველი მოსმენით განიხილეს, რომელიც 30 ათასი ამომრჩევლის მიერ არის წარდგენილი.
ცვლილების თანახმად, პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარდგენილ პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცესკო პარტიებს ხარვეზების აღმოსაფხვრელად სიას უკან დაუბრუნებს, ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის.