LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საათობრივი პარკირება ახლა ვაკეში იწყება

157
kalpar

ჭავჭავაძის გამზირზე, ფალიაშვილის, აბაშიძის და მათ გადამკვეთ ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებასთან დაკავშირებით, საინფორმაციო მუნიციპალური პავილიონები განთავსდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას უფასო პარკირებით სარგებლობისთვის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია შეუძლია.

საათობრივი პარკირება საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს – ამის შესახებ მერიის სხდომაზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.

”კონკრეტულ უბნებში, სადაც დავიწყეთ ზონალური პარკირება, პროცესი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. 20 ოქტომბრიდან, ვაკეში განთავსდება საინფორმაციო ჯიხურები. ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შშმ პირებისთვის, ელექტრომობილებისთვის, A კატეგორიის ტაქსისთვის პარკირება იქნება უფასო. ხოლო, დანარჩენებისთვის, პირველი 15 წუთი უფასო, მომდევნო 1 საათის ღირებულება იქნება 1 ლარი. პირველი 15 წუთი იქნება უფასო, რადგან ვაძლევთ ადამიანებს იმის შესაძლებლობას, რომ ვიღაცამ უცბად გააჩეროს, მაღაზიაში მოუწიოს შესვლამ, აფთიაქში და ა.შ.“- განაცხადა კახა კალაძემ.

ქალაქის მერმა, მოსახლეობას მადლობა გადაუხადა, თანმიმდევრული წესების დაცვისათვის და აღნიშნა, რომ ბევრი სასარგებლო პროექტი იგეგმება, რომელსაც საზოგადოება ეტაპობრივად შეიტყობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g