ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა 24 დეკემბერს, საკუთარ სოციალურ ქსელებში განათავსა ვიდეო, რომელმაც საზოგადოების მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
კადრში ჩანს, ლომის ბოკვერი, რომელსაც ძიუდოისტი Porsche-ს მარკის ავტომობილით ასეირნებს. ლომის ბოკვერის გამოჩენასთან ერთად, განხილვის საგანი გახდა ლაშა ბექაურის „როლექსის“ საათი, რომელიც მას მარჯვენა ხელზე ეკეთა.
მოქალაქეები წერდნენ, რომ ძიუდოისტმა ძვირადღირებული საათი სპეციალურად, ვიდეოში გამოსაჩენად გაიკეთა.
კრიტიკოსებს ლაშა ბექაურმა მორიგი ვიდეოთი უპასუხა და დაწერა: „საათს მარჯვენაზე ვიკეთებ, ისე, რომ იცოდეთ“
ცნობისთვის, ლომის ბოკვერი, რომელსაც ძიუდოსიტი თბილისის ქუჩებში ასეირნებდა, დღეს თბილისის ზოოპარკს გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ლაშა ბექაურმა გაავრცელა სოციალურ ქსელში.
„ბოკვერი უკვე ჩვენს ზოოპარკშია“ – ლაშა ბექაური