LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საათზე ქართული ანბანი იქნება დატანილი – ზვიად ციკოლია RONIUS-ის ახალ ხაზზე მუშაობს

872
ipiccy-image

ცნობილმა ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ 2022 წელი სიახლეებით დაიწყო. ის რამდენიმე ახალ პროექტზე მუშაობს, მათ შორისაა საათი ქართული ანბანით. როგორც თავად ციკოლია ამბობს, ის ძალიან მალე წარუდგენს საზოგადოებას RONIUS-ის უახლეს ხაზს, სახელწოდებით “ქართული”.

მანამდე კი, ცნობილმა დიზაინერმა ასევე ახალი საათი ORI წარადგინა, რომელიც საქართველოშია აწყობილი. აღნიშნული მოდელის ღირებულება 1767 ლარს შეადგენს. „განსაკუთრებული სიამაყის ობიექტი,“ – ამბობს ზვიად ციკოლია ახალ მოდელზე.

შეგახსენებთ, ცნობილმა ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა რამდენიმე კვირის წინ, 2022 წლის დასაწყისშივე, საზოგადოებას კიდევ ერთი ახალი პროექტის შესახებ ამცნო. დიზაინერი სუნამოს გამოშვებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ სუნამოს, ისევე როგორც ციკოლიას სამკაულების ხაზს, ქვევრის ფორმა ექნება.

სუნამო ქვევრში – ზვიად ციკოლია ახალ პროექტზე მუშაობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g