LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავადმყოფოში ერთდროულად 10 წყვილი ტყუპი დაიბადა

125
Capture

ამერიკული ქალაქის, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ საავადმყოფოში ერთდროულად 10 წყვილი ტყუპი დაიბადა. ინფორმაციას ამის შესახებ the Messenger ავრცელებს.

საავადმოყოფოს პერსონალს ჯერჯერობით არ შეუძლია იმის თქმა, არის თუ არა სამშობიარო განყოფილებაში მომხდარი შემთხვევა რეკორდული. „ჩვენ ძალიან აღელვებულები ვართ“, – განაცხადა ინტენსიური თერაპიის ექთანმა ეშლი რიჩარდსონმა.

მედიკოსმა დააზუსტა, რომ საავადმყოფო მიჩვეულია ტყუპების დაბადებას, ასევე ერთდროულად ბევრი ბავშვის დაბადებასაც, თუმცა ტყუპების არ რაოდენობას ერთსა და იმავე დროს პირველად აწყდებიან.
„ამ ფაქტმა მოდუნების საშუალება არ მოგვცა“ – იხუმრა ეშლიმ.

ყველა ახალშობილი 1-დან 2,7 კილოგრამამდე წონისაა. ასევე აღსანიშნავია, რომ ტყუპებს შორის უმრავლესობა ბიჭები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები