LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავიაციო ინდუსტრიას 2 მლნ-ზე მეტი სპეციალისტი სჭირდება: „კომერციული ავიაცია გამოჯანმრთელდა პანდემიისგან”

156
shutterstock_1169475391

გლობალურ საავიაციო ინდუსტრიას 2 მლნ-ზე მეტი სპეციალისტი სჭირდება – ინფორმაციას Boeing-ზე დაყრდნობით სააგენტო „ავიანიუსი“ ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ მსოფლიო კომერციული საჰაერო ფლოტის განვითარებისთვის 602,000 პილოტი, 610,000 ტექნიკური პერსონალი და 899,000 ბორტგამცილებელია საჭირო.

საჰაერო მოგზაურობის აღდგენისა და გრძელვადიანი ზრდის მხარდასაჭერად, ინდუსტრიას მომდევნო 20 წლის განმავლობაში 2,1 მილიონი ახალი თანამშრომელი დასჭირდება,- აჩვენა Boeing-ის 2022 Pilot and Technician Outlook-ის ანგარიშმა.

„კომერციული ავიაცია გამოჯანმრთელდა პანდემიისგან და ჩვენ ველით ძლიერ მოთხოვნას საავიაციო პერსონალზე და ვხედავთ ასეთი პროფესიონალების მაღალეფექტური ტრენინგის საჭიროებას“, – განაცხადა კრის ბრუმმა, Boeing Global Services-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g