LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბა კვირკველია აღარ თამაშობს: სამი თვე ვმკურნალობდი, მალე მზად ვიქნები

137
19143935.958858.7348

მოსკოვის „ლოკომოტივისა“ და საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ (რუსებისთვის სოლომონ კვერკველია) ახსნა თუ რატომ არ გამოდის მოედანზე ამ სეზონში.

„გასულ სეზონში „უფასთან“ მატჩში შეცვლა მოვითხოვე. შემდეგ შეკრება გამოვტოვე და ცალკე ვვარჯიშობდი. როდესაც ფეხბურთელი ამდენს გამოტოვებს, მერე ძალიან რთულია.

ცოტა ხნის წინ ვარჯიშიც კი მიჭირდა, ნაკუთალი ძალიან მტკიოდა. ახლა უკვე ყველაფერი წესრიგშია, მალე 100%-ით მზად ვიქნები. სამი თვე ვმკურნალობდი. რა აზრი ქონდა მოედანზე გასვლას და კიდევ ერთი ტრავმის მიღებას.

ტკივილმა უკვე გამიარა, ნაკრებშიც კი მიშვებენ. ვფიქრობ, ჩემპიონატში პაუზის შემდეგ დავუბრუნდები მოედანს. მერე კი უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია“, – თქვა ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და საქართველოს ნაკრებშიც შეუცვლელია ფეხბურთელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები