LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბანკო სექტორმა 2020 წელი, შესაძლოა, 100 მლნ ლარამდე წმინდა მოგებით დაასრულოს

94
thumb

საკრედიტო დანაკარგებისთვის გაღებული 1.2-მილიარდიანი ხარჯის მიუხედავად, ქართულმა საბანკო სექტორმა 2020 წელი, შესაძლოა, 50 -100 მლნ ლარამდე წმინდა მოგებით დაასრულოს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს.

კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ამას ბანკების საოპერაციო საქმიანობა განაპირობებს. მიმდინარე წლის 10 თვის მდგომარეობით, ქართული ბანკები თითქმის 86 მილიონიან ზარალზე არიან.

“ეროვნული ბანკის დავალებით, ბანკებმა მიმდინარე წლის მარტში მოახდინეს პანდემიის შესაძლო გავლენის შეფასება მათ სასესხო პორტფელზე. სხვადასხვა კრიტერიუმით და დაშვებებით გაკეთდა ეს შეფასება და გვინდოდა, მაქსიმალურად რეალისტური ყოფილიყო შეფასება. ინდუსტრიამ პრაქტიკულად შექმნა 1.2 მლრდ ლარის რეზერვი. ეს იყო აუცილებელი. წლის ბოლოსთვის ვფიქრობთ, რომ სექტორი რაღაც მოგებაზე გავა და ეს მოგება შესაძლებელია იყოს 50-100 მილიონი ლარის ფარგლებში”, – განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g