LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბას დასახმარებლად თანხა გროვდება: „10 თვის იყო, როცა მამამ დაგვტოვა და სრულიად მარტო ვიბრძვი…“

117
boynesw45

პატარა ბიჭუნას, საბას, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მის შესახებ ამბავს სოციალურ ქსელში ნანუკა გელაშვილი ავრცელებს. ის წერს, რომ ბიჭის მდგომარეობა უფრო დამძიმებულია და მას სასწრაფოდ სჭირდება ეფექტური მკურნალობა, რაც თანხებს უკავშირდება.

როგორც საბას დედა, ფატიმა სარქისოვა წერს, ექიმები ეუბნებიან, რომ მორიგი შეტევის შემდეგ მას შეიძლება, ტვინი დაუზიანდეს: „10 თვის იყო, როცა მამამ დაგვტოვა და სრულიად მარტო ვიბრძვი, ხალხო, აღარ მინდა სიცოცხლე, ჩემი შვილის წამებას ვეღარ ვუყურებ“ – აღნიშნულია დედის განცხადებაში.

ბავშვისთვის შეგროვებულია 1700 ლარზე მეტი. ვრცელდება ანგარიშები, სადაც თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ:

თიბისი ბანკი

#GE35TB7344045061100028

?? საქართველოს ბანკი

#GE32BG0000000161543840

ფეიფელი

[email protected]

PATIMA SARKISOVA

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g