LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბავშვო ბაგა-ბაღები ახალ რეგულაციებს მოერგნენ: რა პრობლემები შეექმნათ კერძო ბაღებს

885
120996368-714615805801024-955828350545816333-n

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციებით მუშაობისთვის მზადაა. ამ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

12 ოქტომბრიდან, ქალაქის 183 ბაგა-ბაღში 61 ათასამდე რეგისტრირებული აღსაზრდელი წავა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე:

„რეგულაციების დამტკიცებისთანავე, მათი აღსრულებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება დავიწყეთ, როგორიცაა გარკვეული ინვენტარის შეძენა და პერსონალის გადამზადება. საკმაოდ მოკლე დროში მოვაწყეთ ბაღები დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად, რის შემდეგაც, თითოეული დაწესებულება ჯანდაცვის სამინისტროს შრომითმა ინსპექციამ დეტალურად შეამოწმა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის საჯარო ბაღები აღსაზრდელების მისაღებად მზადაა“.

მიღებული რეგულაციების თანახმად ეზოებში მინიშნებები და დეზობარიერებია განთავსებული. მოეწყო დაყოვნებისა და საიზოლაციო სივრცეები, მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი. ყველა სააღმზრდელო ჯგუფში განისაზღვრა სივრცეები, სხვადასხვა აქტივობისთის, რათა ბავშვებთა მცირე ჯგუფების დისტანცირება მოხდეს. ახალი რეგულაციით, საძინებელ ოთახებში საწოლების განთავსებაც იმგვარად უნდა იყოს, რომ არ მოხდეს ბავშვების სახით კონტაქტი. ბაღების სააგენტომ შეიძინა მეთოდური მასალები, რომლებიც თითოეული ბავშვისთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ ჩანთაშია მოთავსებული.

 

ამასთან დაკავშირებით „ფორტუნა“ რამდენიმე საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ხელმძღვანელს დაუკავშირდა, სადაც ისინი რეგულაციებისა და პანდემიიდან გამომდინარე, საბავშვო ბაღების ფუნქციონირების რისკებზე საუბრობენ.

„ჩვენმა ბაღმა რეგულაციების გათვალისწინების შემდეგ გაიარა შემოწმება, რის შემდეგაც საბავშვო ბაღი დადებითად შეფასდა. ჩვენ კერძო ბაღი ვართ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 12 ოქტომბერს დავიწყებთ ფუნქციონირებას და არ მოხდება სასწავლო პროცესის გადადება, რადგან მოიჯარეები ვერ მოახერხებენ კერძო ბაღების ხარჯის ანაზღაურებას. ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ მარტის თვიდან ყველა კერძო ბაღმა შეწყვიტა ფუნქციონირება, ამის გამო კერძო ბაღებს ამოეწურა ყველა ის ფინანსური რესურსი, რითაც არსებობდა. ვფიქრობ, რომ პანდემიის გამო, ყველაზე მეტად ჩვენი სექტორი დაზარალდა. ჩვენ ვერ დავავალდებულებდით მშობლებს იმ თანხის გადახდას, რის მომსახურებასაც ვერ იღებდნენ. დავკარგეთ ბევრი პროფესიონალი თანამშრომელი, რადგან ბაღს არ ჰქონდა თანხები, ყველა თანამშრომლისთვის ხელფასები გადაეხადა. ამის გამო კი არაერთი თანამშრომელი დარჩა უმუშევარი. ჩვენმა ბაღმა გაითვალისწინა ყველა ის პირობა, რასაც ახალი რეგულაციები გულისხმობდა. შევიძინეთ დამატებითი ინვენტარი, ყველა შესასვლელთან განვათავსეთ დეზობარიერები, განისაზღვრა სივრცეები სხვადასხვა აქტოვობებისთვის. საძინებელ ოთახებშიც დისტანციურად დაიდგა საწოლები, სადაც ბავშვები ჭადრაკული განლაგებით განაწილდებიან და არ მოხდება მათი სახით კონტაქტი. ყოველდღიურად ინვენტარი სადაზინფექციო ხსნარით დამუშავდება. ამ და სხვა პირობებთან დაკავშირებით, ჩვენთან მონიტორინგის ჯგუფი იყო მოსული. ბაღმა შემოწმება წარმატებით გაიარა“, – ამბობს “ფორტუნასთან” საუბარში საბავშვო ბაგა-ბაღი „Family”-ს დამფუძნებელი ირინა წინწკალაძე.

 

magti 5g