LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

574
2025-12-13_22-39-49_933633

საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა.

საქართველო კონკურსზე მესამე ადგილზე გავიდა. ანიტა აბგარიანმა ჟიურისგან 121 ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 55.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობა 18 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო.

ანიტა აბგარიანმა სიმღერა SHINE LIKE A STAR შეასრულა, რომლის ავტორიც გიგა კუხიანიძეა.

ფინალური შოუს დაწყებამდე ანიტა აბგარიანმა რადიოჰოლდინგ „ფორტუნასთან“ საკუთარ ემოციებსა და მოლოდინებზე ისაუბრა: „მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ კარგად ვიმღერო და წარვადგინო საქართველო“.

magti 5g