საბავშვო ევროვიზიის ფინალური შოუ დაიწყო – კონცერტის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გვთავაზობს.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობას 18 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს, საქართველოს კი საერთაშორისო სცენაზე დღეს „რანინას“ გამარჯვებული, ანიტა აბგარიანი წარადგენს. ის მსმენელის წინაშე მე-15 ნომრად წარდგება.
ანიტა აბგარიანი, სიმღერას SHINE LIKE A STAR შეასულებს. სიმღერის ავტორი გიგა კუხიანიძეა.
ყველა სიახლეს საბავშვო ევროვიზიის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
ცნობისათვის, 2024 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე გახდა და საქართველოს მიეცა შესაძლებლობა საბავშვო „ევროვიზიას“ მეოთხედ უმასპინძლოს. საქართველო ამ დრომდე „საბავშვო ევროვიზიის“ რეკორდსმენია, ჯამში 4 გამარჯვებით.
საბავშვო ევროვიზია 2003 წელს დააფუძნა European Broadcasting Union (EBU)-მ, როგორც საბავშვო ვერსია უკვე ყველასთვის ცნობილი Eurovision Song Contest-ისა.
კონკურსის მთავარი იდეა იყო: 9–14 წლის ბავშვებისთვის უსაფრთხო და მასშტაბური საერთაშორისო სცენის შექმნა, ახალი ავტორებისა და კომპოზიტორების მხარდაჭერა, კულტურული მრავალფეროვნების და ბავშვების შემოქმედებითი თავისუფლების წახალისება. ფორმატი წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა მთავარი პრინციპი უცვლელი დარჩა — მთავარია ბავშვის ხმა, ნიჭი და ემოცია…
ევროპის ყველაზე დიდ საბავშვო მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ქვეყნები: RTSH (ალბანეთი); AMPTV (სომხეთი); Ictimai (აზერბაიჯანი); HRT (ხორვატია); CyBC (კვიპროსი); France Télévisions (საფრანგეთი); საზოგადოებრივი მაუწყებელი (საქართველო); TG4 (ირლანდია); Rai (იტალია); PBS (მალტა); RTCG (მონტენეგრო); AVROTROS (ნიდერლანდები); MKRTV (ჩრდილოეთ მაკედონია); TVP (პოლონეთი); RTP (პორტუგალია); SMRTV (სან მარინო); RTVE (ესპანეთი); Suspilne (უკრაინა).
