LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საბავშვო ტელევიზია ცისარტყელამ” მაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა

117

შპს „საბავშვო ტელევიზია ცისარტყელამ” მაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა. ამის შესახებ ”ფორტუნას” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს.

როგორც კომისიაში აცხადებენ, „საბავშვო ტელევიზია ცისარტყელა“ საბავშვო-შემეცნებითი გასართობი ტელეპროგრამებით მაუწყებლობის დაწყებას 2016 წლის 1 ივნისიდან გეგმავს.

კომპანია კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობის ავტორიზაციის ფარგლებში დღე-ღამეში ექვსი საათი იმაუწყებლებს, ინტერნეტ ტექნოლოგიის საშუალებით, მომხმარებლისთვის უფასოდ, გავრცელების გეოგრაფიული არეალი კი საქართველოს მთელი ტერიტორია იქნება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, კომპანია სამომავლოდ მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიების გამოყენებასაც აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g