LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საბედისწერო დაბადების დღეზე მყოფი გოგოების და ბიჭების მშობლებო, ყველაფერი იმ ღამესვე იცოდით და დუმდით“

10808
გიორგი 22

ჟურნალისტი ნანა აკობაძე 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დაკრძალეს დაბადების დღეზე წასული 19 წლის ბიჭი. მოკლეს, მოაკვლევინეს, აიძულეს, მომკვდარიყო – მხოლოდ იურიდიულად აქვს ამ დეფინიციებს მნიშვნელობა.

მშობლისთვის ალბათ ახლა მხოლოდ იმას აქვს მნიშვნელობა, ისეთი ვერსია გამოიკვეთოს, რომლითაც დადასტურდება, რომ ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი და მის შვილს სიკვდილის წინ ძალიან არ ტკენია, არ გამწარებულა…
სამი ბიჭი მყავს, სხვადასხვა ასაკის. დადიან და წავლენ დაბადების დღეებზე, მათ შორის ნაქირავებ სახლებშიც; ჩემი სახლიც რამდენჯერ დამითმია უფროსი ბიჭისთვის და მისი მეგობრებისთვის, მამამისი კი ეზოში, მანქანაში მჯდარა დილამდე, ისე, რომ მათ არც გაუგიათ.

მაგრამ ძალიან ნათელია, რომ რაღაც ასაკის მერე მამა და დედა ვერ გაყვებიან შვილებს დაბადების დღეებზე და ამაზე არაა პოსტი. პოსტი იმაზეა, შვილი რომ დაბრუნდება წვეულებიდან, სადაც წუხელ დიდი ჩხუბი მოხდა და თვითონ თუ არ გეტყვის, შენით რომ ვერაფერს შეატყობ სახეზე, ქცევაზე, ხასიათზე…

"ორი მანქანა სავსე იყო ხალხით და ეს რიცხვი გასაკვირი არ არის"- შაქარაშვილის ბიძა დაკავებულებზე

"ეს შეიძლება იყოს ძალადობა, ძალადობის ორგანიზება, შესაძლებელია რიგ შემთხვევებში საქმე გვქონდეს ხულიგნობასთან და დანაშაულის დაფარვასთან"

იმ საბედისწერო დაბადების დღეზე მყოფი გოგოების და ბიჭების, მათ შორის იუბილარის ქალბატონო დედებო, დიდი ალბათობით, ამ ასაკის ახალგაზრდები ჩვენთან ცალკე არ ცხოვრობენ და სახლში რომ მოგივიდათ ნაჩხუბარი და დასტრესილი შვილები, დავიჯერო, ვერაფერი შეატყვეთ? ჩემი შვილი ახლა შორსაა, მესინჯერით ვკონტაქტობთ და ხო-ს რომ მომწერს, უკვე ვხვდები, როგორ ხასიათზეა და თქვენ? დავიჯერო, ასე გაქვთ დაკარგული ემოციური კავშირი შვილებთან??

თუ ასეა, მაშინ თქვენც გისამძიმრებთ იმ ანგელოზივით ბიჭის მშობლებთან ერთად – თქვენ უფრო ადრე დაგიკარგავთ შვილები და ვერ მიმხვდარხართ. მაგრამ, სამწუხაროდ, უფრო ის მგონია, რომ ყველამ ყველაფერი იმ ღამესვე იცოდით, იცით და დუმხართ. ამასაც გისამძიმრებთ“,-  წერს ნინო აკობაძე.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე დღეს 17 პირი დააკავეს. მათ შორის არიან სპორტსმენები, რომლებიც სავარაუდოდ, გარდაცვლილს არც იცნობდნენ.

ვინ არიან სპორტსმენები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებენ

“ჩემი შვილი ამბობს, აივანზე ვიდექი, რომ გამოვედი, ვიღაცამ კედელზე მიმახეთქაო” – შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა

ვიდეო: „ეს ოქროს ბიჭი დავკარგეთ“: შაქარაშვილის თამაშის კადრები – „საბურთალოს“ დამშვიდობება

,,მომავალს ნათელს, სამშობლოს ვფიცავ” – გიორგი შაქარაშვილის მიერ შესრულებული სიმღერა მეგობრებთან ერთად (ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g