LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არიან სპორტსმენები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებენ

6135
ძიუდო

გიორგი შაქარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ფეხბურთელის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ვახო ახვლედიანია. “კურიერი” სანდო წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ის აგარაკის ინციდენტში მონაწილეობდა, შემდეგ კი ტერიტორია დატოვა და ცენტრალურ მაგისტრალზე გადავიდა.

მოგვიანებით კი აღიარა, რომ “მერსედესისა” და “ტოიოტას” ავტომობილები ერთად გადაადგილდებოდნენ და შემთხვევის წერტილთან ახლოს გაჩერებულები იყვნენ, თუმცა დაპირისპირებაში მონაწილეობა სასტიკად უარყო.

ადვოკატი არ ადასტურებს, რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რკინის ხელკეტი მათი ავტომობილიდან ამოიღეს. მისივე განცხადებით, ორივე მანქანა მტკიცებულების სახით ამოღებულია, ერთ-ერთზე კი დნმ-ის დასადგენად ანაბეჭდებია აღებული.

“მერსედესის” მარკის ავტომობილის 3 მგზავრის გარდა, სამხარაულში ექსპერტიზა ჩაუტარდა ორ მორაგბეს, რომლებიც “ტოიოტას” მარკის ავტომობილით 18 ივნისის ღამეს გადაადგილდებოდა.

“ოქროს მოწმეზე” დაყრდნობით, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ სწორედ მათ წამოიყვანეს გურამ ამირხანაშვილი მცხეთიდან თბილისში.

მედიასთან მორაგბეებმა არ დააკონკრეტეს, როდის და რატომ მოხდა ავტომობილის დაზიანება.

გავრცელებული ინფორმაციით, შავი ფერის “ტოიოტაში”, ორი მორაგბის გარდა, კიდევ 4 პირი იჯდა. მათ შორის, ერთ-ერთი ძიუდოისტი და ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილია, რომელიც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე 20 ივნისსაც იმყოფებოდა.

გიგა ტატიაშვილი 2002 წელს დაიბადა და არაერთი ჩემპიონატის გამარჯვებულია.

მომხდართან დაკავშირებით მორაგბეების ადვოკატი ამტკიცებს, რომ ნარაკვევში ექვსივე მათგანი დაპირისპირების ამოწურვის შემდეგ ჩავიდა, უკანა გზაზე კი გურამ ამირხანაშვილი წამოიყვანეს.

ექსპერტი: გარდაცვლილი ფეხბურთელის სხეულს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება

ვიდეო: 19 წლის ფეხბურთელის უკანასკნელი ვიდეო საბედისწერო წვეულებიდან

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი „ოქროს მოწმე“ იკვეთება, რომელსაც შესაძლოა, ყველაზე მეტი ინფორმაცია ჰქონდეს

 

ფეხბურთელი გიორგი შაქარიშვილი 18 ივნისს მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს საბურთალოელები და ნაძალადეველები დაუპირისპირდნენ, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები