LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი „ოქროს მოწმე“ იკვეთება, რომელსაც შესაძლოა, ყველაზე მეტი ინფორმაცია ჰქონდეს

1320
გიორგი შაქარაშვილი

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შესაძლოა ძიებაში გაჩნდეს კიდევ ერთი „ოქროს მოწმე“. ცნობილი ხდება, რომ გიორგის მეგობრის, გუკა ამირხანაშვილის გარდა, არის ფოტოგრაფი, რომელიც გაქცევის მომენტში მათთან ერთად იმყოფებოდა.

ფოტოგრაფი, სავარაუდოდ, იყო ბოლო, რომელმაც გიორგი შაქარაშვილი ნახა.

ადვოკატების განცხადებით, მას შესაძლოა ჰქონდეს ყველაზე მეტი ინფორმაცია.

„ამ ოთხი პიროვნებიდან ერთ-ერთია ეს ფოტოგრაფი, რომელიც გზაზე გადაადგილდებოდა და შემდეგ ამ ადამიანებმა მოახდინეს გაქცევა. ეს არის ის ინფორმაცია, რაც მაქვს. ჩემი შეფასებით, ის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებაზე ინფორმაციას ფლობს“, – აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობახიძე.

დღეს, ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ გააკეთა განცხადება, რომ გარდაცვლილის სხეულს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

ექსპერტი: გარდაცვლილი ფეხბურთელის სხეულს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება

ვიდეო: 19 წლის ფეხბურთელის უკანასკნელი ვიდეო საბედისწერო წვეულებიდან

22 ივნისს 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები