LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთის დასავლეთ ნაწილში ტყის ხანძრის გამო ოთხი სოფლიდან მოსახლეობისა და დამსვენებლების ევაკუაცია მიმდინარეობს

73
jpg

საბერძნეთის დასავლეთ ნაწილში ტყის ხანძრის გამო ოთხი სოფლიდან მოსახლეობის, ასევე დამსვენებლების ევაკუაცია განახორციელეს.

ხანძარი საბერძნეთის სიდიდით მესამე ქალაქ პატრასიდან დაახლოებით 30 კილომეტრში, ტყეში გაჩნდა. ცეცხლი საფრთხეს უქმნის ზღვისპირა დასახლებებს.

ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 300-მდე მეხანრძე, 8 სახანძრო თვითმფრინავი, შიდა ვერტმფრენი, ასევე სახანძრო სამსახურის სპეციალური დანიშნულების ძალების ნავია ჩართული.

საბერძნეთის ხელისუფლების მონაცემებით, მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში საბერძნეთში ხანძრის 56 კერა გაჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები